02:53 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
აჭარის ბუნება

ჩოხატაურში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (93)
85 0 0

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი საქართველოს ახალი ეროვნული პარკის შექმნაში დაეხმარება

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ჩოხატაურში ახალი ეროვნული პარკი შეიქმნება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს – ფოტოები >>

სად გაშენდება პარკი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. სპეციალისტები უახლოეს მომავალში დაიწყებენ რეგიონის ტერიტორიის შესწავლას და შესაბამის დასკვნას, სავარაუდოდ, 2021 წლამდე წარმოადგენენ. საქართველოს პროექტის განხორციელებაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) დაეხმარება.

დღეისათვის საქართველოში 11 ეროვნული პარკია, მათი საერთო ფართობი 349 327 ჰექტარს შეადგენს.

საქართველოში გავრცელებული 4130 სახეობის მცენარეებიდან დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება სამი ათასზე მეტი სახეობა, რომელთაგან 300 – მდე სახეობა კავკასიისა და საქართველოს ენდემურ სახეობებს განეკუთვნება.

საქართველოს ფაუნა წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვრებით, 330 სახეობის ფრინველით და 160 სახეობის თევზით. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი 90 სახეობის ცხოველი ბინადრობს, რომელიც „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი ცხოველთა სახეობების 67% -ს შეადგენს.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (93)

მთავარი თემები