00:58 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (187)
14910

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკ მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია. ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ, ის გადაფრენისას ჯგუფს ჩამორჩა.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს.

„ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის, კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი. მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. მისი სიღრმე 80 სმ-ს შეადგენს, ხოლო ანკარა წყალი ფრინველებს თევზების დაჭერაში უწყობს ხელს. ჯავახეთში წლის სხვადასხვა დროს 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფლამინგოებს გრძელი, წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი აქვთ. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

თემები:
საქართველოს რეგიონები (187)

მთავარი თემები