12:46 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

პრეზიდენტმა ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

საქართველოში დღეს, 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება. ქვეყანაში 14 ოქტომბერი უქმე დღედ არის გამოცხადებული. სვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები და მრევლი ესწრებოდნენ.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ–ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. ამავე დროს ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის. და ჩვენ გვაქვს ეს ძალიან დიდი მადლი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

მთავარი თემები