გიორგი გახარია: სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო

© Sputnik / Alexander Imedashviliსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

თბილისი 14 ოქტომბერი – Sputnik. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის, თავად მცხეთა კი ქართული ისტორიის სიმბოლო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

საქართველოში დღეს, 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.

გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. 

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
დღეს მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება

„დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, ხოლო თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს მქონდეს საშუალება აქედან მოგილოცოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

მცხეთის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, ასევე იმართება სანახაობითი ღონისძიებები, სადაც ცალკე მოწყობილია საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე.

მცხეთაში სახალხო ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება და გალა-კონცერტით დასრულდება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

ყველა ახალი ამბავი
0