07:54 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
კოტე მათითაშვილი ეკა ბალანჩივაძე

„ასე უნდა გიყვარდეს და უყვარდე სამუდამოდ...“ – კოტე მათითაშვილი რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Konstantin Kote Matitashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (860)
5207 0 0

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და.

ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი შარშან მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული დიზაინერი ეკა ბალანჩივაძეა. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა თაფ­ლო­ბის თვე თურ­ქეთ­ში გა­ა­ტა­რა. თანაცხოვრების დაახლოებით ერთი წლის თავზე, ივნისში მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს და ხელი მოაწერეს.

ქორ­წი­ნე­ბის სახ­ლში გა­და­ღე­ბული ფო­ტო „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დე­რმა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გაავრცელა, რო­მე­ლიც კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია. როგორც ჩანს, ეკა ბალანჩივაძემ თეთრ კაბაზე უარი თქვა და მოვარდისფრო-მოიისფრო კაბა მეუღლის პერანგს შეუხამა.

წყვილს უამრავი საერთო ინტერესი აქვს. მათ შორის არის ხატვის სიყვარული. კოტეს ნახატები ეკამ მაისურებზე გადაიტანა, რომლებიც, დიზაინერის თქმით, საკმაოდ კარგად იყიდება. ზაფხულში კოტე და ეკა იტალიაში იყვნენ და სოციალურ ქსელში დიზაინერმა უამრავი ფოტო გამოაქვეყნა.

ცოტა ხნის წინ კოტე მათითაშვილმა „ფეისბუქზე“ რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი მოწონება აქვს.

კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მა „ექი­მებ­ში“ გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ გახ­და. ის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ერთ-ერთი სიმ­პათი­უ­რი ექი­მი მა­მა­კა­ცის წო­დე­ბას და რე­ი­ტინ­გებ­შიც ხში­რად ხვდე­ბა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (860)

მთავარი თემები