20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქური საპატიმროდან გამოუშვეს

© Sputnik / STRINGERაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„არ შემოვუშვებთ“ - გახარია გავრილოვის შესაძლო დაბრუნების შესახებ

ლევან ჯიქური მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის გირაო შეეფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

„შრამი რომ არა, ვერც კი გაარჩევდით“ – მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს >>>

20 ივნისის აქციის საქმეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 ივლისს შეეფარდა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი გასვლითი იყო და ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარდა.

17 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციელებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი დაკავებული ლევან ჯიქური იყო, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და „აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში“.

სერგეი გავრილოვი - Sputnik საქართველო
გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი, კომპარტიის წარმომადგენელი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. ის თბილისს ეწვია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორის ასამბლეაზე დასასწრებად. გავრილოვი ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. შედეგად ღონისძიება ჩაიშალა, ხოლო რუსულმა დელეგაციამ ქვეყანა სასწრაფოდ დატოვა.

ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, რადგან არა მარტო დაუშვა ქვეყანაში რუსი დეპუტატის შემოსვლა, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, არამედ მას პარლამენტში საპატიო ადგილიც დაუთმო. თავდაპირველად ხელისუფლებამ მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა“ უწოდა.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

თავად გავრილოვმა განმარტა, რომ პარლამენტის სავარძელი მას „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“ ქართულმა მხარემ შესთავაზა. პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ საპატიო ადგილი სხვა ქვეყნებშიც დაუთმეს და ამას პრობლემა არასდროს მოჰყოლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0