14:56 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (966)
62 0 0

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ფესტივალი ერთდღიანი იქნება.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. კახეთი მუსიკისა და ქართული ღვინის მოყვარულებს ფესტივალ Jazz and Wine-ის ფარგლებში უმასპინძლებს – რიგით მესამე ფესტივალი ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე 19 ოქტომბერს გაიხსნება.

წელს ქართულ პუბლიკას საკუთარი შემოქმედებით გაახარებენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორიცაა ამერიკული ბენდი Oz Noy Trio ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი MF ROBOTS და იტალიური ბენდი SugarPie & Candymen.

როგორც შარშან, ღონისძიების ორგანიზატორებმა ამჯერადაც იზრუნეს ფესტივალის კულტურულ-გასართობი პროგრამის მრავალფეროვნებაზე. ტრადიციულად, სტუმრებისთვის გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია, ღვინის დაწურვისა და ფესტივალის მთავარი სასმელის მომზადების მასტერ-კლასები.

იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.

გარდა ამისა, Jazz and Wine-ის სტუმრები პირადად შეძლებენ შეიგრძნონ უნიკალური შესაძლებლობების მქონე ამერიკული კომპანია Tesla-ს Tesla Model 3-ის ელექტრომობილების კომფორტი, სიჩქარე და ეკონომიურობა. კომპანია ფესტივალის ფარგლებში აღნიშნული მოდელის გამოცდას გეგმავს.

ფესტივალი Jazz and Wine კახეთში 2017 წლიდან ტარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა, წელს იგი ერთდღიანი იქნება.

თემები:
საქართველო და კულტურა (966)

მთავარი თემები