Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა კარგი მამა ჰყავთ ბავშვებს და ორივე დედას დაემსგავსა“ – ვინ გააკრიტიკა ნინო ნადირაძე?

© photo: Nino Nadiradze / FBნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა კარგად იცნობს ნადირაძე-კუზანოვების ოჯახს. გუგამ და ნინომ ერთმანეთი სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს. მათი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებენ. ახალგაზრდა ექიმებმა ქალიშვილი დააოჯახეს და ახლა ნინო ვაჟთან ერთად პოზირებს.

ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი ორ შვილს ზრდიან. ბაია და ივა კუზანოვები განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევიან. ოჯახის უფროსი ქალიშვილი მშობლების გზას დაადგა და ახლა სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს, ხოლო ივიკო, როგორც მას მოფერებით ოჯახის წევრები ეძახიან, სკოლის მოსწავლეა და მისი სამომავლო კარიერის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.

გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახში მატებაა. მათ ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. მათ თაფლობის თვე კრეტაზე აღნიშნეს.

ნინო ნადირაძე და მისი ოჯახი სკანდალებში იშვიათად ეხვევიან, თუმცა კარდიოლოგი ნინო ეპატაჟური განცხადებების გავრცელებას თავს არ არიდებს. სხვადასხვა თემების ხმაურიანი  განხილვა და ცეცხლოვანი ხასიათი თოქ-შოუ „პრაიმ შოუშიც“ გამოჩნდა. სოციალურ ქსელში ადამიანები ერთმანეთს დაუღალავად აკრიტიკებენ. კრიტიკის საგანი გახდა კუზანოვების რძალი. მან შვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თინეიჯერი ივა დედასთან ერთად პოზირებს, რასაც დადებით კომენტარებთან ერთად უარყოფითიც ბევრი მოჰყვა. რას არ წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები: „სუპერ ბიჭი, არა მარტო სიმაღლით!“; „ჯიში ჯიშად რჩება“; „ბიჭი თქვენ გგავთ“; „ამ ბავშვებს რა კარგი მამა ჰყავთ და ორივე დედას დაემსგავსა“.

ყველა ახალი ამბავი
0