15:17 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2226)
225050

ელისო ჩაფიძე გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორობიდან პოლიტიკაში 2012 წელს წავიდა და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.

ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ელისო ჩაფიძე ბოლო რამდენიმე წელია, აღარ აქტიურობს. ამის მიზეზი ორი მშვენიერი გოგონაა – მარიამი და

თამარი. ისინი 2018 წელს დაიბადნენ და დიდი სიხარული მოუტანეს ოჯახს.

გასულ კვირას ელისომ და მისმა მეუღლემ ტყუპები სიონის საკათედრო ტაძარში მონათლეს. ოჯახი ცდილობს, ბავშვები საჯაროობისგან დაიცვას, თუმცა რამდენიმე ფოტო მაინც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.

როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა გვითხრა, ტყუპებს 7 თვემდე თავად ელისო ზრდიდა, ამჟამად კი ძიძაც ეხმარებათ.

ჟურნალისტი დიდ მადლიერებას გამოხატავს ღუდუშაურის კლინიკის მიმართ, სადაც პატარები ვადაზე ადრე გაჩნდნენ და 40 დღის გატარება სპეციალურ პირობებში მოუწიათ. სწორედ ამიტომ ექიმი რეზო სულუხია პატარების ნათლია გახდა.

ელისო ჩაფიძე გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორობიდან პოლიტიკაში 2012 წელს წავიდა და „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2226)

მთავარი თემები