Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმედიდან“ სკანდალურად წასული მაია სტეფნაძე „TV პირველზე“ საკუთარ გადაცემას წაიყვანს

© Photo: Maia Stepnadze / FBმაია სტეფნაძე
მაია სტეფნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია სტეფნაძე ტელეკომპანია „იმედიდან“ მაისში სკანდალურად გაათავისუფლეს. ის სამსახურიდან გათავისუფლებას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოსტებს უკავშირებს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედის“ უკვე ყოფილი პროდიუსერი მაია სტეფნაძე ტელეკომპანია „TV პირველზე“ საავტორო გადაცემას წაიყვანს. ინფორმაციას „TV პირველი“ ავრცელებს.

გადაცემას ერქმევა „სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად“. მას მაყურებელი პირველად 7 ოქტომბერს იხილავს ეთერში 23:00 საათზე და ის გასართობ-შემეცნებითი ხასიათის იქნება.

მაია სტეფნაძე ტელეკომპანია „იმედიდან“ მაისში სკანდალურად გაათავისუფლეს. ის სამსახურიდან გათავისუფლებას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოსტებს უკავშირებს.

სტეფნაძის თქმით, პოსტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში „იმედის” დირექტორმა გიორგი კალანდარიშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა, რის მიზეზადაც ზემოაღნიშნული სტატუსები დაასახელა.

პანკისში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარ შეტაკებებზე მაია სტეფნაძემ „ფეისბუქზე“ რამდენიმე პოსტი დაწერა. ის ხელისუფლების მოქმედებას ძალადობად აფასებდა და ეკონომიკის ახლად დანიშნულ მინისტრს ნათია თურნავას აკრიტიკებდა. პროდიუსერი ასევე მადლობას უხდიდა „TV პირველის” მფლობელს ვახტანგ (ვატო) წერეთელსა და უშუალოდ ტელევიზიას ხეობაში განვითარებული მოვლენების გაშუქებისა და “სწორი სამოქალაქო პოზიციისთვის”.

ტელეკომპანია „იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სალომე ბაზერაშვილის თქმით, გია ჯაჯანიძის გადაცემის პროდიუსერი მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ტელევიზიაში არ აკეთებენ.

ყველა ახალი ამბავი
0