გრიპის საწინააღმდეგო აცრები 15 ოქტომბრიდან დაიწყება

© photo: Sputnik / Nikolay Khizhnyak / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო 100 ათასი ადამიანის აცრას დააფინანსებს, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისთვის აცრა ფასიანია და 30-დან 50 ლარამდე ღირს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 ოქტომბრიდან დაიწყება, იუწყება პირველი არხი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წელს სახელმწიფო 100 ათასი ადამიანის აცრას დააფინანსებს.

როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები ინფექციებისაგან და ვირუსებისგან>>

პირველ რიგში აიცრებიან ის მოქალაქეები, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან, ესენია მედპერსონალი, ორსულები, აივ-ინფიცირებულები, დიალიზზე მყოფი პირები და С-ჰეპატიტით დაავადებულები.

„წელს მთელ მსოფლიოში გვიან გაიცა რეკომენდაცია, თუ რომელი შტამის ვაქცინები უნდა დამზადებულიყო, რის გამოც გარკვეული ვადით გადაიწია ვაქცინების დამზადებისა და, შესაბამისად, მოწოდების თარიღმა. ამიტომ ჩვენთან ვაქცინა შემოვა 15 ოქტომბრისთვის", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველი რაიონიდან და ქალაქიდან უგზავნიან ადამიანთა სიებს, რომლებმაც წელს გრიპის გეგმური აცრა უნდა ჩაიტარონ.

გრიპის ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
ცვლილებები ჯანდაცვის კანონში: პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო ხდება

დანარჩენი მოქალაქეებისთვის აცრა ფასიანი და 30-დან 50 ლარამდე ღირს. თუმცა, გასულ წელს გრიპის ეპიდემიის გამო ხელისუფლებამ გრიპის ერთდღიანი ვაქცინაციების ჩატარება გადაწყვიტა. ქვეყანაში H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი), H3N2 და B გრიპები ცირკულირებდა.

ჰოლანდიური წარმოების, სამშტამიანი „ინფლუვაკის" შემოტანა ქვეყანაში 25 სექტემბრიდან იგეგმება, ხოლო ფრანგული წარმოების "ვაქსიგრიპი" კი, რომელიც ოთხ კომპონენტიანია – ოქტომბერში.

„გრიპის სეზონი ევროპაში და ჩვენთანაც იწყება მეორმოცე კვირიდან, დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან", – აღნიშნა გამყრელიძემ.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ადამიანს იმ მომენტში ვირუსული დაავადება არა აქვს. აცრის ჩატარება შემოდგომაზე, გრიპის სეზონის დაწყებამდე ჯობს.

ყველა ახალი ამბავი
0