„მამას ბოლო სიტყვები იყო „ყველაფერი წინ არის!..“ – ხადურის შვილის ემოციური პოსტი

გამოწერა
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გუშინ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის ქალიშვილი სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მამის ბოლო სიტყვები თანამშრომლებისადმი იყო – „ყველაფერი წინ არის!“

ემზარ ჯგერენაია - Sputnik საქართველო
ემზარ ჯგერენაია: ხადური PR-ის მსხვერპლი უფრო იყო...

„ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა. ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა – “ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე რომ მივედი“, – წერს მარიამ ხადური.

„სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია...“ - მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურზე >>>

მისი თქმით, მამამ ბოლო პერიოდში სამაგისტრო გამოცდებიც კი ჩააბარა და ძალიან აქტიური იყო.

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გუშინ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები იყო.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ყველა ახალი ამბავი
0