ემზარ ჯგერენაია: ხადური PR-ის მსხვერპლი უფრო იყო...

© FB/Emzar Jgerenaiaემზარ ჯგერენაია
ემზარ ჯგერენაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის დევალვაცია, რომელსაც ბოლო ხანებში ჰქონდა ადგილი, მთლიანად ფინანსთა ყოფილ მინისტრ ნოდარ ხადურს დაბრალდა, რაც, ალბათ, სწორი არ არის, მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს ემზარ ჯგერენაიას.
ემზარ ჯგერენაია: ხადური PR-ის მსხვერპლი უფრო იყო...

„შექმნილი იყო PR ადამიანის მიმართ, რომელმაც ისე უხელმძღვანელა ფინანსთა სამინისტროს, რომ მის მიმართ ბიუჯეტის შესრულების საკითხებზე რაიმე კონკრეტული შენიშვნა არ ჰქონიათ. რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელიც ახალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, ის მუდმივად საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობდა და, ვფიქრობ, ერთ-ერთი წარმატებული ფინანსთა მინისტრი იქნება“, — განაცხადა ჯგერენაიამ.

საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუწყდა. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა.

პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მან დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ქუმსიშვილი ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს. ეკონომიკის სამინისტროს ბიზნესმენი გიორგი გახარია ჩაუდგება სათავეში, ხოლო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს — ზურაბ ალავიძე.

ყველა ახალი ამბავი
0