იწყება მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია

© Pixabay / 12019სასკოლო მერხები
სასკოლო მერხები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგისტრაცია სკოლის მოქმედი და მომავალი პედაგოგებისთვის სამშაბათს დაიწყება.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10-17 სექტემბერს ჩატარდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული სახით ვებ-გვერდებზე naec.ge ან online.naec.ge.

პრაქტიკოსმა მასწავლებელმა, იმისთვის, რომ უფროსი მასწავლებელი გახდეს, წარმატებით უნდა ჩააბაროს გამოცდა თავის საგანში, ასევე პროფესიულ უნარებში, მაგრამ ეს – სურვილის შემთხვევაში. მეორე გამოცდა ქულების ამაღლებას ემსახურება.

გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ათი ათასი ახალი პედაგოგია დარეგისტრირებული

სკოლის მასწავლებლობის მსურველმა მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროს – პროფილის მიხედვით.

გამოცდები ნოემბერში დაიწყება.

საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.

აგვისტოში განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების გაზრდას გეგმავს. ახალი სასწავლო წლიდან უფროსი პედაგოგები მიიღებენ 1011 ლარს, წამყვანი პედაგოგები – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებლები – 1745 ლარს.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლები მეტი საგაკვეთილო საათით დაიტვირთებიან, მათ ხელფასი კიდევ უფრო მეტად გაეზრდებათ. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები ექნებათ, ხელფასი საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ.

მანდატურის სამსახური საქართველოს სკოლების 80%-ში იმუშავებს>>

განათლების სამინისტროში პირობას დებენ, რომ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებელი 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 2135 ლარს, ხოლო მენტორი მასწავლებელი – 2445 ლარს მიიღებს.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც ხუთ მიმართულებას მოიცავს: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ყველა ახალი ამბავი
0