13:28 08 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (23)
87 0 0

საქართველოში წელს 40-45 ათას ტონა ხარისხიანი თხილის მოსავალს ელოდებიან.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო – გაუმჯობესდა მოსავლის ხარისხი და მოცულობა, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში.

მავნებელი საქართველოში 2015 წელს, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა. ფაროსანამ თხილისა და ციტრუსების დიდი ნაწილი გაანადგურა. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მავნებელთან ბრძოლის სპეციალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად მიმართულებას: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

„ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიზარდა თხილის ხარისხი და რაოდენობა. მიმდინარე წელს ჩვენ დაახლოებით 40-45 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. ეს არის წელიწადში დაახლოებით 110 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი", – განაცხადა დავითაშვილმა.

2018 წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც ძირითადად მოჰყავთ თხილი, მოსავალმა დაახლოებით 35 ათასი ტონა შეადგინა. სოკოვანი დაავადებების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით 21-22% იყო, აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების მიერ მიყენებულმა ზარალმა კი დაახლოებით 15% შეადგინა. ჯანსაღი თხილის რაოდენობა დაახლოებით 18 ათასი ტონა იყო.

თხილის კარგი მოსავლის მიღების მიზნით 2019 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებს დაავადებებისა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინა.

კერძოდ, ფერმერებმა მიიღეს სპეციალური შესაწამლი აპარატები, ასევე გადამზადდნენ სპეციალისტები და მავნებლის განადგურების მიზნით დიდი კამპანია ჩატარდა. ფერმერებმა ისწავლეს თუ როგორ უნდა ებრძოლონ სწორად მავნებელსა და სოკოვან დაავადებებს, რომლებიც ასევე აზარალებენ თხილის ბაღებს.

წელს სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში ქიმიურად დამუშავდა 110 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. დაიდგა 36 ათასზე მეტი დამჭერი ხაფანგები (ფერომონები). სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ექვემდებარება კონტროლს.

თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (23)

მთავარი თემები