ბახტაძე: აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აბაშის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის მუშაობას გაეცნო
ბახტაძე: აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა

„ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი. 2020 წელს ჩვენ გვექნება კიდევ უფრო კარგი მოსავალი. წელს მოსავალი კარგი ხარისხით არის, ფასი სამჯერ მეტია ვიდრე შარშან. თხილის რეალიზაციის შედეგად მოსახლეობა შეძლებს დაახლოებით 120 მილიონამდე შემოსავლის მიღებას“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბოლო პერიოდის სტატისტიკამ ცხადყო, რომ ექვსი წლის შემდეგ ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტის 900 მილიონიდან 300 მილიონამდე შემცირება შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0