„ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ახალ მიმართულებებს ამატებს

CC0 / Pixabay / თვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ავიაბაზრზე ასევე შემოვიდა ირლანდიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც თბილისის აეროპორტიდან მილანში იფრენს, ქუთაისიდან კი – იტალიის ქალაქ ბოლონიასა და საფრანგეთის ქალაქ მარსელში.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან იტალიის ქალაქ ბოლონიასა და გერმანიის ქალაქ კიოლნში ფრენებს იწყებს, ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
„რაინეარით“ თბილისი–მილანის ბილეთის ფასი 19.99 ევროდან იქნება

ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1 ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.

ამასთან, „ვიზეარი“ უკვე დაანონსებულ ქუთაისი–ნიცას მიმართულებულებით ფრენებს, 2020 წლის ივლისის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში ოთხჯერ შესრულდება – ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

ქართულ ავიაბაზრზე ასევე შემოვიდა ირლანდიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც თბილისის აეროპორტიდან მილანში იფრენს, ქუთაისიდან კი – იტალიის ქალაქ ბოლონიასა და საფრანგეთის ქალაქ მარსელში. ამას გარდა, კომპანიამ მომავალი წლის ზაფხულიდან ფრენები კიოლნის მიმართულებითაც დააანონსა.

ყველა ახალი ამბავი
0