16:25 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობა

„რუსთავი 2“ „შაბათის შუადღის“ წამყვანებმაც დატოვეს

© Sputnik / Alex Shlamov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (178)
21210

ტელეწამყვანებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი გადაცემის „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა ტელეკომპანია დატოვეს, ნათქვამია ნესტან ნენე კვინიკაძის, ქეთი დევდარიანის, ლაშა ბუღაძისა და დათო ტურაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ლიტერატურული შაბათის“ წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ – დარჩნენ ტელევიზიაში.

„ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება", – აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს „რუსთავის 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (178)

მთავარი თემები