16:28 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
დავით ქაშიაშვილი

„არაფერია უფრო მძიმე, ვიდრე შენი მიტოვება...“ – „რუსთავი 2“ დავით ქაშიაშვილმაც დატოვა

© Photo: Davit qashiashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (178)
14910

გუშინ „რუსთავი 2“-დან ნოდარ მელაძე, გიორგი ლაფერაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია გაათავისუფლეს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმაც დატოვა, ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

დავით ქაშიაშვილი წერს, რომ გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული აღმოჩნდა. 

„ვზივარ აივანზე მწვანე სავარძელში და ცერა თითის ბალიშებით ვწერ, ვშლი. ხან ვწერ და ხან ვშლი, ვწერ და ვშლი, ვშლი და ვწერ. არაფერია უფრო მძიმე, ვიდრე შენი მიტოვება ჩემო ძმობილო“, – წერს ჟურნალისტი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებები შეწყდა, საინფორმაციოს ნაცვლად დღეს, დილით ეთერში სერიალი გავიდა. „კურიერის“ ბოლო გამოშვებაში გუშინ, 21:00 საათზე წამყვანებმა მიხეილ სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ მაყურებელს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ ტელეკომპანიას ტოვებენ. „კურიერის“ გამოშვება ამით დასრულდა.

გვარამიას „მთავარი არხი“ - „რუსთავი 2"-ის ალტერნატივა? >>>

„რუსთავი 2“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბოლო ინფორმაცია 13 საათის წინ არის ატვირთული. გუშინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურა განიხილება. არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

პაატა სალიამ მანამდე ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესიტაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (178)

მთავარი თემები