თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რუსთავი–თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.
რუსთავი–თბილისის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა აქამდე 1 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ახალი ტარიფის ამოქმედების შემდეგ კი ზოგიერთი მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი 1 ლარი და 80 თეთრი გახდა.
ახალი ტარიფი დღეიდან მეტროს სადგურების „დიდუბის“, „რკინიგზის სადგურის“, „ვარკეთილისა“ და ასევე სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას ამოქმედდა.
ძველი ტარიფი დარჩა რუსთავიდან მოსკოვის გამზირის, „ისთ ფოინთის", ლილოს დასახლების, გლდანისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებებზე.