გაძვირდება თუ არა თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამარშრუტო ტაქსი
სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ უარყო ხმები მგზავრობის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, ნათქვამია ტელეარხ Imedi-ს მიერ გავრცელებულ კომპანიის განცხადებაში.

ზოგიერთმა ქართულმა მედია-საშუალებამ და სოციალური ქსელების მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია ტარიფების შესაძლო გაძვირების შესახებ.

სად გაქრა უკანა სავარძლები თბილისის სამარშრუტო ტაქსებში >>

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითაც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას“, – ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ სპეციალური განცხადებაში.

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 0,8 ლარს შეადგენს. სამგზავრო ბარათით გადახდის შემთხვევაში ყოველი მომდევნო მგზავრობა 0,65 ლარი ჯდება. თბილისის მასშტაბით მგზავრების გადაყვანას 2011 წლიდან კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უზრუნველყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0