06:05 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
გზის მშენებლობა

ქვეშეთი-კობის გზას ჩინური კომპანია ააშენებს

© photo: Roads Department of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (143)
96 0 0

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველომ ჩინურ კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-თან, რომელიც ქვეშეთი-კობის 13კილომეტრიან საავტომობილო გზას ააშენებს, შეთანხმება დადო, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მთავრობის ამბიციური გეგმა: წითელი ხიდიდან სარფამდე 4,5 საათში ჩახვალთ>>>

შესაბამისი შეთანხმება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძესა და საქართველოში ჩინური კომპანიის ფილიალის გენერალურ მენეჯერ იანგ იუბინს შორის გაფორმდა.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7-კილომეტრიანი ასფალტბეტონის გზის, ექვსი ხიდისა და ხუთ გვირაბის მშენებლობა.

ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთი სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.

 „ახალი გზა და 9-კილომეტრიანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, გზა გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს. ახალი გზა და განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას.

 „პროექტის ზემოქმედების ზონაში მოხვდება ხეობის 9 სოფელი", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co 2002 წელს დაფუძნდა და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიამ დაასრულა მთლიანობაში 410 კმ სიგრძის ხიდებისა და 610 კმ გვირაბების მშენებლობა.

კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1,2 ათასზე მეტი პროექტები.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 558,6 მლნ დოლარია. გზების მშენებლობას დააფინანსებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომლებმაც საქართველოს 415 მლნ და 60 მლნ დოლარის მოცულობის კრედიტი გამოუყვეს. პროექტში ასევე მონაწილეობს საქართველოს მთავრობა, რომელმაც 83,6 მლნ დოლარი გამოყო.

ამ დროისთვის  საერთაშორისო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე, მიმდინარეობს საერთო ჯამში 140 კილომეტრის  მშენებლობა  და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების - მთლიანობაში 500 კილომეტრი სიგრძის- განახლება. აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია საქართველოს ცხრა ათასზე მეტი მოქალაქე.

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (143)

მთავარი თემები