02:44 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

მთავრობის ამბიციური გეგმა: წითელი ხიდიდან სარფამდე 4,5 საათში ჩახვალთ

© photo: The Roads Department of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (145)
10410

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik.  აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულების შემდეგ, წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო ორ საათამდე შემცირდება, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ.

ამ დროისთვის  საერთაშორისო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე, მიმდინარეობს საერთო ჯამში 140 კილომეტრის  მშენებლობა  და ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების - მთლიანობაში 500 კილომეტრი სიგრძის- განახლება. აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულია საქართველოს ცხრა ათასზე მეტი მოქალაქე.

სულ ქვეყანაში  არის შვიდი ათასი კილომეტრის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, 1 600 ხიდი და 32 გვირაბი.

საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო არტერია

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60,  სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).

საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვართან და ფოთთან ახლოს მთავრდება.  საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

„აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალი ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომელიც წითელი ხიდიდან იწყება და სარფამდე 430 კმ-ს შეადგენს. აქედან, 200 კილომეტრი ჩქაროსნული გზა უკვე აშენებულია. ახლა მანძილი 460 კილომეტრია, შემცირდება 30 კილომეტრით და თუ დღეს 8 საათი სჭირდება მგზავრობას, შემდეგ ორჯერ უფრო მოკლე დროში, 4-4,5 საათში გახდება შესაძლებელი სარფამდე ჩასვლა“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

მისი სიტყვებით,  რიკოთის უღელტეხილზე გზების სამშენებლო სამუშაოები იწყება, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს.

„მომავალ კვირას, 20 რიცხვისთვის, რიკოთის პირველ მონაკვეთზე გაფორმდება შეთანხმება, და შესაბამისად, ყველაფერი მზადაა სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვის გაცემისთვის. რაც შეეხება მეოთხე მონაკვეთს, აგვისტოში ტენდერი გამოცხადდება და წლის ბოლომდე ეს ხელშეკრულებაც გაფორმდება“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

გარდა ამისა, უახლოეს ორ თვეში გაფორმდება ხელშეკრულება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პროეტზე - ქვეშეთი-კობის 23 კმ-მდე გზისა და კავკასიაში უპრეცენდენტო პარამეტრების 15 მეტრის სიგანის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზეც. პროექტის ფარგლებში, სულ აშენდება 6 ხიდი და 5 გვირაბი. პროექტის დასრულების შემდეგ, 35 კმ-იანი გზა 12 კმ-ით შემცირდება და გადაადგილება 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ამ გზაზე სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი პროექტები


მიმდინარე წლის გეგმებში გათვალისწინებულია 550 კილომეტრი გზის  სარემონტო სამუშაოები. უწყების ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში ზუსტად იმ მოცულობის სამუშაოების ჩატარება გახდა შესაძლებელი, რაც 2018 წელს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის განსაზღვრული 350 მილიონი ლარიდან 133 მლნ ლარი შესაბამისი სამუშაოების შესრულებისთვის კონტრაქტორებმა უკვე მიიღეს.

2019 წლის ექვს თვეში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 541 მლნ ლარის ღირებულების 222 კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული შეთანხმებების გაფორმების პირობებში შესაბამისი პროცედურების შედეგად უწყებამ სახელმწიფო სახსრებიდან 35 მლნ ლარის დაზოგვა მოახერხა.

ამ დროისთვის საავტომობილო  გზების დეპარტამენტი 237 პროექტს ახორციელებს, რომლის მოცულობაც 737 მლნ ლარია. მათგან 41 პროექტი უკვე დასრულებულია და წლის ბოლომდე კიდევ 70% დასრულდება.

 

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (145)

მთავარი თემები