12:05 18 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
ნინი ბადურაშვილი

„ხელიდან არ გაუშვა კარგად აღზრდილი გოგო...“ -გიორგის ნინისთან დაკავშირებით რჩევებს აძლევენ

© Photo: Nini Badurashvili / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (364)
13861 0 0

მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ლამის „გაათხოვეს“, მუდმივად ყურადღების ცენტრშია

მომღერალისა და ტელეწამყვანის ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების განხილვის თემაა. ტაბლოიდებს არასდროს რჩებათ უყურადღებოდ მისი არცერთი მეგობარი მამაკაცი, თუ აქტიური თაყვანისმცემელი, შესაბამისად, მის სოციალურ ქსელსაც აქტიური მიმდევრები ჰყავს.

View this post on Instagram

✌️🥂🌠

A post shared by Giorgi Chikvaidze (Ramses) (@gio_chikvaidze) on

რამდენიმე დღის წინ ნინის ახალმა აქტიურობამ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჭორაობის ახალი საბაბი მისცა. ნინი ჯერ აეროპორტში დაფიქსირდა მეგობარ მამაკაცთან ერთად, ახლა კი პერიოდულად აქვეყნებდა მასთან ერთად „სთორებს“ საფრანგეთიდან.

View this post on Instagram

Jackson5 dinner show 2019

A post shared by Giorgi Chikvaidze (Ramses) (@gio_chikvaidze) on

ნინის პარტნიორი კი არც მეტი, არც ნაკლები ახალგაზრდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეა, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ ცნო­ბი­ლია სა­ხე­ლით - რამ­ზე­სი. პროფესიით ვე­ტე­რი­ნა­რი მდიდ­რუ­ლი იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­შია და ხშირად ჩნდება მოდურ წვეულებებზე.

View this post on Instagram

Sea breeze 🌊✨

A post shared by Giorgi Chikvaidze (Ramses) (@gio_chikvaidze) on

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, ნინი ბადურაშვილის კლასელი იყო და ბავშვობაში დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა.

„მთელი ბავშვობა მიყვარდა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა“, - ამბობდა გიორგი ჩიკვაიძე. რა მიზნით იმყოფებოდა წყვილი ერთად დასასვენებლად უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დროს შესანიშნავად ატარებდნენ.

View this post on Instagram

😎🌊🚁

A post shared by Giorgi Chikvaidze (Ramses) (@gio_chikvaidze) on

სოციალური გვერდების მომხმარებლებს რა თქმა უნდა ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. უმრავლესობა გიორგის არჩევანს უქებს და ურჩევს, ნინი არ დაკარგოს.

View this post on Instagram

🎂🎉🙏

A post shared by Giorgi Chikvaidze (Ramses) (@gio_chikvaidze) on

„ეს გოგო მუდამ მოღუშული რატომ არის, ბიჭი ხელის გულზე ატარებს, რავიცი უფრო რომ იმხიარულოს“, „ნინი ხელიდან არ გაუშვა. ულამაზესია მართლა და კარგად აღზრდილი გოგო, მითუმეტეს ბავშვობაში შენი ინტერვიუდან გავიგე, რომ გიყვარდა. ხოდა მიდი ბოლომდე. ლამაზი წყვილი ხართ ბედნიერები იყავით. ორივე იმსახურებთ ამას“, - უწერენ გიორგის ფოტოს კომენტარებში.

View this post on Instagram

Happy 33 Birthday to me "Sky above me, earth below me, fire within me" 👑🦁☀️

A post shared by Giorgi Chikvaidze (Ramses) (@gio_chikvaidze) on

მომ­ღე­რალ და ტელეწამყვან ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის პი­რა­დ ცხოვ­რე­ბას მა­ში­ნაც განიხილავდნენ, როდესაც ის გასათხოვარი იყო მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა და კრიტიკული გამოხმაურება, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძესთან დაოჯახებამ გამოიწვია, რომლისგანაც 6 წლის გოგონა - ელენე ჰყავს. მასთან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ უფრო მე­ტად და­ი­წყეს პი­რა­დის „ქექ­ვა“.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (364)

მთავარი თემები