07:40 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
თბილისის საქალაქო სასამართლო

„რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (166)
89 0 0

ადვოკატს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უკანონოდ მიაჩნია

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს  შესახებ  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

პროკურატურამ პარასკევს, საღამოს, ნიკა გვარამიას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა - მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. გამოძიების მონაცემებით, გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

„მოსამართლე კერატიშვილის გადაწყვეტილება გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არის უკანონო, ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას და არაერთი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, თითქოსდა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც ფიზიკურად არ უნახავს...“, – განაცხადა საძაგლიშვილმა ტელეკომპანიის ეთერში.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა. „რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა გირაო 30 დღის განმავლობაშ უნდა გადაიხადოს.

 

ამასთან, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას. სასამართლომ უკვე განაცხადა, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება უფრო მკაცრით - პატიმრობით შეიცვლება.

ნიკა გვარამიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (166)

მთავარი თემები