11:59 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
დიდგორობა

მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ქართული მკლავჭიდი: როგორ აღნიშნავენ დიდგორობას საქართველოში

photo: Ministry of Defence of Georgia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (614)
7021

სახალხო ზეიმის სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. სახალხო ზეიმს დიდგორობას, როგორც ერთიანობის სიმბოლოს, ტრადიციულად, დიდგორის ველზე 12 აგვისტოს იზეიმებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დიდგორობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ თარიღთან არის დაკავშირებული: ამ დღეს 1121 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა დაამარცხა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

დიდგორის ბრძოლის გამარჯვებამ დასაბამი მისცა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება-გაერთიანებას და საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დიდგორის ველზე ღია ცის ქვეშ მოეწყობა მუზეუმი. გარდა ამისა, გაიმართება ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოჩინდება ტრადიციული სამოსი, ორნამენტები, კულინარია.

სცენაზე გაცოცხლდება აღმაშენებლის ეპოქა და თანამედროვე ეპოქასთან მისი შერწყმა მოხდება როგორც შემორჩენილი ტრადიციების გათამაშებით, ასევე უკვე მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით. გაიმართება საბრძოლო ხელოვნების ნიმუშის წარმოდგენა, ასევე, საჭიდაო საჩვენებელი შეჯიბრებები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლები.

თემები:
საქართველო და კულტურა (614)

მთავარი თემები