თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. დიდგორობის დღესასწაულთან აღსანიშნავად თბილისის ქუჩებში ქართველი სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა გაიმართა.
სოციალური ქსელებში ორგანიზებული აქცია მუშტაიდის პარკთან დაიწყო და საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 9 აპრილს მემორიალთან დასრულდა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა ირაკლი მილაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს იყო მთლიანად სტუდენტური სექტორის ინიციატივა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერის გარეშე.
ყოველ წელს 12 აგვისტოს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება. ამ დღეს 1121 წელს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა.