17:22 23 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2045
  • 100 RUB4.6576
  • USD2.8895
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (148)
164 0 0

სულ მალე თბილისის სხვადასხვა რაიონის მცხოვრებთ საბურთალოზე, მერიის შენობაში მისვლა აღარ მოუწევთ

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისის ათივე რაიონში გაჩნდება სერვის-ცენტრები, სადაც მოსახლეობა ყველა იმ სერვისს მიიღებს, რისთვისაც ამ ეტაპზე დედაქალაქის მერიაში მისვლა უწევს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

სერვის-ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება მომავალი კვირიდან დაიწყება.

„ორშაბათიდან ჩვენ ახალი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ქალაქის ათივე რაიონში სპეციალური სერვის-ცენტრები შეიქმნება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მისვლა და იმ მომსახურების მიღება, რისთვისაც მერიაში უწევთ მისვლა. ახლა ყველა მომსახურებას საკუთარ რაიონებში მიიღებენ", - განაცხადა კალაძემ.

მისი სიტყვებით, უკვე გავლილია სახელმწიფო შესყიდვების ყველა შესაბამისი პროცედურა, დასრულებულია დაპროექტება და დიზაინის მომზადება. სერვის-ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

თემები:
თბილისის მერია (148)

მთავარი თემები