იპოვე ოქროს საწმისი: ფოთში გრანდიოზულ ქვესტზე გეპატიჟებიან

© photo: Sputnik / Stringerფოთი
ფოთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მთავარი მიზანი ფოთის, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციია

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საპორტო ქალაქი ფოთი უკვე მეორედ უმასპინძლებს კეფალის ფესტივალს Kefal Fest, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალი, 11 აგვისტოს, რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება - ფოთის ცენტრალურ პარკში, ოქროს ტბაზე და მალთაყვის პლაჟზე.

ფესტივალი რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს: შეჯიბრება თევზჭერაში, ფოტოკონკურსები, ადგილობრივი ოსტატების კრაფტის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მეგრული სამზარეულოს ფესტივალი, გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, მუსიკალური პროგრამა, დეფილე პლაჟზე, ფლეშმობი და ა.შ.

თაფლი - Sputnik საქართველო
ტკბილი და სასარგებლო: ბათუმი თაფლის ფესტივალზე გეპატიჟებათ

ფესტივალის ძირითადი ღონისძიება იქნება საქალაქო მასშტაბის ქვესტი (თამაში) სახელწოდებით არგო ქვესტი/ARGO QUEST-ი. თამაშში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თამაშის იდეაა, რომ ფოთის ცენტრალურ პარკში იპოვონ თითქოსდა ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის იასონისა და არგონავტების გადამალული არტეფაქტი. ამისთვის ქვესტის მონაწილეებს მოუწევთ არცთუ იოლი ამოცანების შესრულება, ხოლო ამოცანაა ფოთს დაუბრუნდეს დაკარგული განძი — ოქროს საწმისი.

პირველი თამაში ქალაქში 2017 წელს ჩატარდა, რომელმაც მთელი ფოთი მოიცვა. პროექტი ნომინირებული იყო ეროვნულ ტურისტულ პრემიაზე ნომინაციაში "საუკეთესო ღონისძიება" (Best Event).

პროექტ KEFAL FEST-ის ავტორი და ორგანიზატორი ტურისტული კომპანია „ლინატაა". პროექტის მხარდამჭერია ქალაქ ფოთის მერია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ყველა ახალი ამბავი
0