ტკბილი და სასარგებლო: ბათუმი თაფლის ფესტივალზე გეპატიჟებათ

გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახეობის თაფლს დააგემოვნებენ

თბილისი, 8 აგვისტო  — Sputnik.  თაფლის რიგით მეხუთე ფესტივალი ბათუმში 10–11 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook–გვერდზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჯარას თაფლი – ეს ტრადიციული ქართული სკაა, რომლის დახმარებითაც უძველესი მეთოდით ფუტკრებს იშინაურებენ. ჯარაში მეფუტკრე ხელოვნურ ფიჭას ვერ ჩადგამს, აქ ფუტკრები ფიჭას თავად ამზადებენ. 

თაფლი - Sputnik საქართველო
ფუტკრის თაფლი – მავნე და სასარგებლო თვისებები

აჭარა ერთ–ერთი ადგილია საქართველოში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ფუტკრების მოშინაურების მსგავს მეთოდს იყენებს.

ფესტივალზე, რომელიც ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, კოლონადებთან გაიმართება,  პროდუქციას საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონიდან 40-ზე მეტი ცნობილი მეფუტკრე წარმოადგენს. ფესტივალის სტუმრებს ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის თაფლი.

მეფუტკრეობით დაინტერესებული მოქალაქეები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ მასტერ–კლასებში. გარდა ამისა, ორგანიზატორებმა მოამზადეს გასართობი და მუსიკალური პროგრამა, ასევე სპორტული გართობები ბავშვებისთვის.

ბათუმის თაფლის ფესტივალის მიზანია პროდუქტის პოპულარიზაცია რეგიონის სტუმრებს შორის.

თაფლის პირველი გამოფენა–გაყიდვა ბათუმში 2015 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის  სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0