რჩევები სტუდენტებისთვის: როგორ ვისწავლოთ და დავისვენოთ სრულიად უფასოდ მსოფლიოს მასშტაბით

© AFP 2024 / JEAN-PHILIPPE KSIAZEKსტუდენტები ლიონის უნივერსიტეტში
სტუდენტები ლიონის უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზაფხულო-საშემოდგომო პროექტები მსოფლიოს მასშტაბით ყველასთვის უფასოდ, ანუ როგორ აახლოებს განათლება საქართველოს ევროკავშირთან

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

პროგრამის საშუალებით ევროკავშირი სტუდენტებს ასევე სთავაზობს გაცვლით პროგრამებს ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე - გაცვლები იქნება იმ პროგრამის ნაწილი, რომელშიც სტუდენტი მონაწილეობს და შეიძლება გაგრძელდეს ერთი სემესტრიდან ერთ წლამდე. როგორც ერაზმუს სტუდენტი, თქვენ არ გადაიხდით სწავლის საფასურს და მიიღებთ ერაზმუს გრანტს მგზავრობისა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

Erasmus პროგრამის მონაწილეები ერთხმად აღიარებენ, რომ პროგრამა არის ძალიან კარგი გამოცდილება და შესაძლებლობა, ისწავლონ ერთმანეთისგან და ეზიარონ კულტურულ მრავალფეროვნებას. 

ჩინური იეროგლიფები - Sputnik საქართველო
ჩინური ენა თბილისში: მოთხოვნა და შემსწავლელი კურსები

„საქართველოში ერაზმუს+ ნაციონალური ოფისის წარმომადგენლობის ცნობებით, 2018 წლის მონაცემებით საქართველო საერათაშორისო კრედიტების მობილობის სტიპენდიების რაოდენობით პირველ ათეულშია. 2018 წელს კი 21 ქართველმა მოიპოვა სრული სამაგისტრო სტიპენდია. მნიშვნელოვანია, რომ თანდათან უფრო მეტი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში ერთვება ერასმუს + ის საგრანტო პროგრამებში“ - განმარტა ერაზმუსის სტუდენტური გაერთიანების საქართველოს ნაციონალურმა წარმომადგენელმა სალომე ქეშელაშვილმა.

თუ თქვენ არ გაქვთ სტუდენტის სტატუსი, Erasmus+ საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა თემატიკის პროექტებში, სემინარებში, სასწავლო ვიზიტებსა და ტრენინგებში. ადვილად იპოვით შემოთავაზებას თქვენთვის სასურველ სფეროში. მაგალითად:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ - Sputnik საქართველო
გამოცხადდა საზღვარგარეთ უფასო სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი

ოქტომბერში ლიტვა - ვილნიუსი ახალგაზრდა ლიდერების რიგით მეორე შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც განხილული იქნება დეზინფორმაციასა და ყალბ ახალი ამბებთან დაკავშირებული მიდგომები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა (24-35 წლის) ლიდერებს ბალტიისპირეთიდან, რუსეთიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან). დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სასწავლო ვიზიტი (Study visit) ფინეთში - ფორმალური განათლებისა და პრაქტიკის შერწყმა. დაგეხმარებათ გამოიყენოთ განათლება ყოველდღიურ საქმიანობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გახსენით ლინკი.

„მრავალფეროვნების მიღწევა“ - ტრენინგის კურსი მრავალფეროვნების მენეჯმენტში - იტალია. ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ ახალგაზრდები, რომლებთანაც ისინი მუშაობენ, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ზოგის სხვაობა უფრო აშკარაა, ვიდრე სხვების - მაგალითად, ეთნიკურობა, რელიგია, ენა, საგანმანათლებლო დონე, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, სექსუალობა, ჯანმრთელობა და ფარული ან ხილული შეზღუდული შესაძლებლობები. აუცილებელია ახალგაზრდები აფასებდნენ განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას. დამატებითი ინფორმაციისთვის გახსენით ლინკი.

საერთაშორისო აქტივობებს არც საქართველო ჩამორჩა.

ნიკოლაი სვენტიცკი - Sputnik საქართველო
რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო სწავლება-მიღების პირობები

საქართველოს დამოუკიდებელ ინიციატორთა ჯგუფი „იგი“ სომხეთში, 1-12 სექტემბერს უერთდება პროექტს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არიან გერმანიის, ესპანეთის, უკრაინის, მოლდოვის, საფრანგეთის, სომხეთის, პორტუგალიის სოფლებიდან. პროექტის მიზანია სამეწარმეო განათლების, სოციალური ჩართულობის, თანამედროვე უნარების გაზრდის კუთხით ცოდნის ამაღლება.

ასევე, მათთვის ვისაც სურს ზაფხულის არდადაგების საინტერესოდ გატარება საქართველოში, რაჭაში, დასვენებასთან ერთად ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი გამოცდილებების შეძენა და ახალი ინტერესების აღმოჩენა, საზაფხულო ბანაკი „უნარების ჰაბი“ კარგი შესაძლებლობაა. აქტივობაში 50 ადგილობრივ მონაწილესთან ერთად 30 მდე უცხოელი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

სემინარი ახალციხეში - ეს არის აქტივობა ახალგაზრდული ინიციატივების კონცეფციის გაღრმავების მიზნით და იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდებმა საკუთარი იდეები განახორციელონ.
ქობულეთი - კონფლიქტის მოგვარება. Erasmus + პროექტი, მიზნად ისახავს მრავალ კულტურულ გარემოში კონფლიქტის რისკების გაანალიზებასა და მოგვარებას. აქტივობაში მონაწილეობას მიიღებენ იტალიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები: როდის გახდება შედეგები ცნობილი?

ეს იმ ღონისძიებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელშიც ზაფხულის ბოლოს და შემოდგომაზე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. სხვა ღონისძიებების სანახავად შებრძანდით შემდეგ ბმულებზე:

https://www.edu-active.com/

https://www.salto-youth.net/

http://erasmusplus.org.ge/ka

საქართველო ასევე აქტიურადაა ჩართული Erasmus+ ის ევროპის მოხალისეობრივი სერვისის" (EVS) ვაკანსიებშიც. მოხალისეობა არის თვითგანვითარების და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის ერთ-ერთი ხერხი.
EVS შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და არის 17-იდან 30 წლამდე, გახდეს მოხალისე ევროპის რომელიმე ქვეყანაში კონკრეტული დროის განმავლობაში. მოხალისეობა შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში - გარემოს დაცვა, ხელოვნება და კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, აქტივობები ბავშვებთან ან მოხუცებთან, სპორტი…

EVS შესაძლოა იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი; 
მოკლევადიანი 1-2 თვე გრძელდება;
გრძელვადიანი - 2-12 თვე.

ნინი ხუნძაყიშვილი, თამო მიქელაძე და ანი თეთრაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეები  NASA–ს კოსმოსურ ცენტრში და მათ მიერ შექმნილი რობოტი–ლაბორანტი

თითოეულ ადამიანს EVS-ის მხოლოდ ერთხელ გაკეთება შეუძლია, თუმცა შესაძლებელია ჯერ გააკეთოს მოკლევადიანი (1-2 თვე) და შემდეგ გრძელვადიანი (ამ შემთხვევაში მხოლოდ ათთვიანი).

მოხალისეობის დროს მოხალისის ხარჯებს ევროკომისია იღებს საკუთარ თავზე, იგი აფინანსებს: მგზავრობის ბილეთს, ბინას, კვებას, ტრანსპორტირებას. გარდა ამისა, მოხალისე იღებს ჯიბის ფულს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფიქსირებული თანხაა.

ვაკანსიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://www.facebook.com/evsvacancies/

ასე რომ, სწავლა ვისაც უნდა - ისწავლის, თანაც უფასოდ.

ყველა ახალი ამბავი
0