კახა კალაძე: ვაშლიჯვრის ესტაკადა შშმ პირებზეა ადაპტირებული

© photo: Sputnik / Stringerინვალიდის სავარძელი
ინვალიდის სავარძელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის განცხადებით, კონკრეტული სივრცეში, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი, დასასვენებელი სკვერი მოეწყობა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ვაშლიჯვრის ახალ ესტაკადაზე დღეიდან შშმ პირები და ქვეითები სპეციალური ლიფტით და კიბეებით შეძლებენ გადაადგილებას, ნათქვამია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ ვაშლიჯვრის ესტაკადა გახსნა

მარშალ გელოვანისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტი, რომელიც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

ვაშლიჯვრის ახალი ესტაკადა, მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა.

როგორც კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული სივრცეში, რომელიც პროექტის განხორციელების დროს გამოყენებული იყო როგორც სამშენებლო მოედანი, დასასვენებელი სკვერი მოეწყობა. ამასთან, გაუქმდება პოლიციის სამმართველოსთან არსებული შუქნიშანი.

„პროექტის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ესტაკადაზე ასასვლელი კიბეები მოეწყო. კიბის უჯრედების მოწყობის გარდა, შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტებიც დავაყენეთ", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ მარშალ გელოვანის გამზირზე შუქნიშნის გაუქმების საკითხი განმარტა. მისი განცხადებით, პოლიციის სამმართველოსთან ამომავალი გზა გაფართოვდება და აჩქარების ზოლი მოეწყობა, რის შემდეგაც აღნიშნული შუქნიშანი გაუქმდება.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0