00:45 21 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2956
  • 100 RUB4.6553
  • USD2.9776
ყვითელი მიკროავტობუსი

„ქართველი ქალი მარშუტკაში, რომელსაც შეუძლია 35 გრადუსიან სიცხეში ფანჯარა დახუროს“

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1049 0 0

სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდიცირების არარსებობის პრობლემა ყოველ წელს ჩნდება

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სახალისო პოსტს წერს. მისი თქმით, შეესწრო სიტუაციას, როდესაც ქალმა სამარშუტო ტაქსში საშინელ სიცხეში ფანჯარა იმ მოტივით დახურა, რომ უბერავდა.

„მარშუტკის ქართველი მძღოლები რა ხალხია, უკვე ყველამ ვიცით, ყველას ერთდროულად რომ უფუჭდება კონდიციონერი, მაგრამ ცალკე ფენომენია ქართველი ქალი მარშუტკაში, რომელსაც შეუძლია 35 გრადუსიან სიცხეში ფანჯარა დახუროს იმ მოტივით, რომ უბერავს. ქალზე ყურადღებას იმიტომ ვამხვილებ, რომ კაცი ჯერ ასეთ საქციელში არ შემიმჩნევია“, - წერს მეტრეველი.

სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდიცირების არარსებობის პრობლემა ყოველ წელს ჩნდება. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მგზავრობის საფასური გაიზარდა მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნის საბაბით, მაგრამ ამით პრობლემა არ მოგვარებულა. მძღოლები ხშირად ამბობენ უარს კონდიციონერის ჩართვაზე და ხან იმას იმიზეზებენ, რომ კონდიციონერი არ მუშაობს, ხან კი იმას, რომ საწვავის ეკონომიას აკეთებენ.

„თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით განკარგულება ძალაში 25 ივნისიდან შევიდა.

მთავარი თემები