00:12 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
„რუსთავი2“-ის მიკროფონი

ქიბარ ხალვაშისა და „რუსთავი2“-ის დამფუძნებლების შეხვედრა ხვალ გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)
41 0 0

შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 2004 წელს წინა ხელისუფლებამ ტელეარხის წილები დაათმობინა, მის ახლანდელ მფლობელ ქიბარ ხალვაშს სამომავლო გეგმების განსახილველად სამშაბათს შეხვდებიან, იუწყება პირველი არხი.

პირველ არხს ეს ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ მიაწოდა. მისი ცნობით, შეხვედრის გადადება აქიმიძემ ითხოვა. შეხვედრის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

1994 წელს დაარსებულ ტელეარხ „რუსთავი2“-ს მფლობელი ბევრჯერ შეეცვალა.

გვარამია ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავს >>

ხალვაში „რუსთავი2“-ის მფლობელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა - სამი ინსტანციის ქართულ სასამართლოში მან დაამტკიცა, რომ 2006 წელს მას ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს და ის კანონიერ მფლობელს, ანუ მას უნდა დაუბრუნდეს.

ამასთან ჯერ კიდევ 2017 წელს ხალვაში „რუსთავი2“-ის წილის 50%-ის გადაცემას დვალისა და აქიმიძისთვის პირდებოდა, ხოლო ტელეარხის დაბრუნების შემდეგ პირობის შესრულების მზადყოფნა გამოხატა. დვალმა და აქიმიძემ ტელეარხი აწ გარდაცვლილ ეროს კიწმარიშვილთან ერთად დაარსეს. დვალი და აქიმიძე წილის 60%-ს ფლობდნენ.

დვალმა აღნიშნა, რომ სურს იხილოს ტელეარხი დამოუკიდებელი, და არა როგორც რომელიმე პარტიის საკუთრება. დვალი მიიჩნევს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, თუმცა ხალვაში საწინააღმდეგო თვალსაზრისს იზიარებს. მიუხედავად ამისა, ტელეარხის ძირითადი ჟურნალისტები ხალვაშს არ ენდობიან, აქტიურად აკრიტიკებენ საინფორმაციო გამოშვებებში და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრები „რუსთავი2“-ს სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუპორს უწოდებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას კანონი იცავს.

დვალმა და აქიმიძემ „რუსთავი2“-ზე საკუთარი უფლებების შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადეს, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგ.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)

მთავარი თემები