როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოში:  2019 წლის ზაფხულის ბოლო თვის ამინდის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ზღვა
თბილისის ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დასვენება, ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტებით ტკბობა, გასაოცარი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება, გემრიელი კერძებისა და ღვინის დაგემოვნება - საინტერესოა წლის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზაფხულის მიწურულს.

ზაფხულის ბოლო თვე საქართველოში ყველაზე ცხელი დროა. აგვისტოში მთელ ქვეყანაში ცხელა და ჰაერის ტენიანობაც იმატებს, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც სუბტროპიკული კლიმატია. 

ტურისტები - Sputnik საქართველო
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ ტურიზმით ნახევარ წელიწადში

აგვისტოს ამინდი ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი სურვილი დაიკმაყოფილონ - გაირუჯონ პლაჟზე, ესტუმრონ ნაკრძალებს, დაისვენონ და იმკურნალონ ბალნეოლოგიურ კურორტებზე, დაათვალიერონ ღირსშესანიშნაობები ან შეიგრძნონ მთის სიმშვიდე და სიდიადე.

პროგნოზის თანახმად, აგვისტოში შესანიშნავი ამინდები გველის. ზაფხულის ბოლო თვე თბილი, საშუალოდ, +33 გრადუსი იქნება. ამიტომ დასვენების ეპიცენტრი, ბუნებრივია, ზღვისპირეთია.

აგვისტოს ამინდის პროგნოზი

საქართველოს დედაქალაქში, პროგნოზის მიხედვით, მზიანი ამინდები იქნება. აგვისტო თბილისში, როგორც წესი, ყველაზე ცხელი თვეა. საშუალო ტემპერატურა იქნება დღისით +27, ღამით +20 გრადუსი. ტემპერატურა არცთუ იშვიათად +40 გრადუსს აღწევს, ამიტომ ქალაქში გასეირნება მიზანშეწონილია დილით ადრე ან საღამოს საათებში.

მცხუნვარე მზეზე უქუდოდ ან ქოლგის გარეშე გასვლა რეკომენდებული არ არის.

შავი ზღვის სანაპირო

ბათუმსა და მთელ აჭარაში აგვისტოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, საშუალო ტემპერატურა იქნება დღისით +29, ღამით +23 გრადუსი. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: წელს დასვენება საქართველოში ამჯობინეთ

მცირედი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმები აჭარის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ხელს არ შეუშლის მზისა და წყლის აბაზანების მიღებაში. კერძოდ, აგვისტოში, პროგნოზის თანახმად, 31-დან 23 დღე მზიანი იქნება. დანარჩენ დღეებში, შესაძლოა, უმნიშვნელოდ მოიღრუბლოს, თუმცა, ბევრი ნალექი მოსალოდნელი არ არის.

ასეთივე ამინდია მოსალოდნელი ანაკლიაში.

მთის კურორტები

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ზაფხულის მიწურულს სიცხისგან თავის შეფარება და დასვენება შეუძლიათ მთის პეიზაჟებისა და სუფთა, გრილი ჰაერის მოყვარულებს.

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, საშუალო ტემპერატურა აგვისტოში დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ჰაერი შეიძლება გათბეს +23 გრადუსამდე. მინიმალური ტემპერატურა კი იქნება +3 გრადუსი იქნება. 

© courtesy of Mari Nebieridzeბაკურიანი
როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოში:  2019 წლის ზაფხულის ბოლო თვის ამინდის პროგნოზი - Sputnik საქართველო
ბაკურიანი

კურორტ ბაკურიანში, რომელმაც უნიკალური კლიმატის წყალობით დიდი ხანია, ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული ზონის სტატუსი დაიმკვიდრა, საშუალო ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი. მაქსიმალური ტემპერატურა მიაღწევს +27 გრადუსს, მინიმალური - +5 გრადუსს.

სამკურნალო კურორტები

ბორჯომში - საქართველოს ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ბალნეოლოგიურ კურორტზე - აგვისტო ზომიერად ცხელი და მზიანი იქნება. პროგნოზით, აგვისტოში ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +24, ღამით +14 გრადუსი. 

© Tskaltubo Spa Resortწყალტუბო
როგორი ამინდია მოსალოდნელი აგვისტოში:  2019 წლის ზაფხულის ბოლო თვის ამინდის პროგნოზი - Sputnik საქართველო
წყალტუბო

მზიანი ამინდებია მოსალოდნელი წყალტუბოში, მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტზე, რომელმაც სახელი გაითქვა თერმული მინერალური წყლის პროცედურებით. საშუალო ტემპერატურა წყალტუბოში დღისით +29, ღამით +23 გრადუსი იქნება.

აგვისტოს ახასიათებს წვიმების სიმწირე, ასე რომ ზაფხულის ბოლო თვე ქვეყნის მოსახლეობასა და მის სტუმრებს თბილი და მზიანი ამინდებით ასიამოვნებს.

ყველა ახალი ამბავი
0