Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ენას მოგაჭრი“- მაკა ზამბახიძე მამულიჩას დაუპირისპირდა

© photo: Kakhi Mamuliashvili / FBმაკა ზამბახიძე კახა მამულაშვილი
მაკა ზამბახიძე კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ პროდიუსერს კახა მამულაშვილს და მომღერალ მაკა ზამბახიძეს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ

ცნობილი ქართველი მომღერალი და პროდიუსერი სოციალურ ქსელში ერთმანეთს ფოტოს კომენტარებში გაეხუმრნენ. საინტერესოა, რა გახდა მაკა ზამბახიძის ასეთი პასუხის მიზეზი.

გამორჩეული ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძე საზოგადოების სიყვარულს არა მხოლოდ ხმის ტემბრით, არამედ დახვეწილი მანერებით იმსახურებს. მისი გამოსვლა სცენაზე ერთი დიდი ზეიმია და ოვაციების ტალღა არასდროს წყდება.
მაკამ ფართო საზოგადოებას დუეტ "ჯორჯიაში" გამოჩენით თავი მარტივად დაამახსოვრა. რატი დურგლიშვილის და მაკა ზამბახიძის ჰარმონიული დუეტი ნამდვილად შედგა. მათი ხმები  ტკბილად ერწყმოდა ერთმანეთს და ბევრს ისინი წყვილი ეგონა.
მაგრამ, მაკა დუეტ „ჯორჯიაში“ გაწევრიანების პერიოდში პირველ ქმარს დაშორებული იყო და ქალიშვილი ჰყავდა. ახლა მას მესამე მეუღლე, 7 წლით უმცროსი ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი ჰყავს.
მიხეილი და მაკა ბევრი ქართველი ვარსკვლავის ახლო მეგობრები არიან. ამაში, მიხეილის ფოტოებიც დაგარწმუნებთ. მათ ახლო მეგობრებს შორის ლელა წურწუმიას პროდიუსერი და საზოგადოებისთვის ცნობილი მამულიჩა, იგივე კახა მამულაშვილიც არის.
როგორც ჩანს, მაკა ზაფხულის მზიან დღეებში დროს საცურაო აუზზე ატარებს. სწორედ, რამდენიმე დღის წინ ატვირთულმა ფოტომ მამულიჩას ყურადღებას გამოიწვია და პროდიუსერმა  სურათს მხიარული კომენტარი დაურთო: „შენი ბედი სასწორზეა...“
უცნობია, თუ რას უკავშირდება მამულიჩას ხუმრობა. მაკას მეორე ნახევარს თუ საცურაო კოსტიუმში სექსუალურ ფოტოს, მაგრამ მაკამ მისი კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა და საპასუხო კომენტარს მაკრატლის ემოჯი დაურთო, რომელში გულისხმობდა- „შენ ენას მოგაჭრი...“
 მა­კამ მაისში “ოქ­როს ტალ­ღა­ზე” წლის სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რა­ლი ქა­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. შემსრულებელი ახალ სიმ­ღე­რებ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის კვალ­დაკ­ვალ მაკა  ზრუ­ნავს სა­კუ­თარ იმიჯ­ზე. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ მომ­ღე­რა­ლი სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­შია.

ყველა ახალი ამბავი
0