ცნობილი ქართველი მომღერალი და პროდიუსერი სოციალურ ქსელში ერთმანეთს ფოტოს კომენტარებში გაეხუმრნენ. საინტერესოა, რა გახდა მაკა ზამბახიძის ასეთი პასუხის მიზეზი.
გამორჩეული ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძე საზოგადოების სიყვარულს არა მხოლოდ ხმის ტემბრით, არამედ დახვეწილი მანერებით იმსახურებს. მისი გამოსვლა სცენაზე ერთი დიდი ზეიმია და ოვაციების ტალღა არასდროს წყდება.
მაკამ ფართო საზოგადოებას დუეტ "ჯორჯიაში" გამოჩენით თავი მარტივად დაამახსოვრა. რატი დურგლიშვილის და მაკა ზამბახიძის ჰარმონიული დუეტი ნამდვილად შედგა. მათი ხმები ტკბილად ერწყმოდა ერთმანეთს და ბევრს ისინი წყვილი ეგონა.
მაგრამ, მაკა დუეტ „ჯორჯიაში“ გაწევრიანების პერიოდში პირველ ქმარს დაშორებული იყო და ქალიშვილი ჰყავდა. ახლა მას მესამე მეუღლე, 7 წლით უმცროსი ძიუდოისტი მიხეილ ჩოხელი ჰყავს.
მიხეილი და მაკა ბევრი ქართველი ვარსკვლავის ახლო მეგობრები არიან. ამაში, მიხეილის ფოტოებიც დაგარწმუნებთ. მათ ახლო მეგობრებს შორის ლელა წურწუმიას პროდიუსერი და საზოგადოებისთვის ცნობილი მამულიჩა, იგივე კახა მამულაშვილიც არის.
როგორც ჩანს, მაკა ზაფხულის მზიან დღეებში დროს საცურაო აუზზე ატარებს. სწორედ, რამდენიმე დღის წინ ატვირთულმა ფოტომ მამულიჩას ყურადღებას გამოიწვია და პროდიუსერმა სურათს მხიარული კომენტარი დაურთო: „შენი ბედი სასწორზეა...“
უცნობია, თუ რას უკავშირდება მამულიჩას ხუმრობა. მაკას მეორე ნახევარს თუ საცურაო კოსტიუმში სექსუალურ ფოტოს, მაგრამ მაკამ მისი კომენტარი უპასუხოდ არ დატოვა და საპასუხო კომენტარს მაკრატლის ემოჯი დაურთო, რომელში გულისხმობდა- „შენ ენას მოგაჭრი...“
მაკამ მაისში “ოქროს ტალღაზე” წლის საუკეთესო მომღერალი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. შემსრულებელი ახალ სიმღერებზე აქტიურად მუშაობს. წარმატებული მუსიკალური კარიერის კვალდაკვალ მაკა ზრუნავს საკუთარ იმიჯზე. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, რომ მომღერალი საუკეთესო ფორმაშია.