ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

© SPUTNIK / DENIS ASLANOVმუშები რკინიგზაზე
მუშები რკინიგზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბაქო-თბილისი-ყარსი-მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთზე ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს.

მუშების ინფორმაციით, გაუსაძლისი სამუშაო პირობების, დარღვეული უსაფრთხოების ნორმებისა და ხელფასის დაგვიანების გამო კომპანია უკვე 10-მა დასაქმებულმა დატოვა.

სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
თურქეთიდან საქართველოში რკინიგზით პირველი ტვირთი შემოვიდა

აქციის მონაწილეების განცხადებით, აზერბაიჯანულ სარკინიგზო კომპანია „დემირ იოლ სერვისს" 1 აგვისტოდან თურქული კომპანია ცვლის. მუშებს დავალიანების დაფარვას 15 აგვისტომდე დაჰპირდნენ, თუმცა ვინაიდან ანაზღაურების მიღება ხშირად დაგვიანებით ხდებოდა, მათ ხელფასების აღების იმედი აღარ აქვთ და პროტესტის ამ ფორმას მიმართეს.

დღეს მუშებმა პროტესტის ნიშნად სარკინიგზო ლიანდაგი გადაკეტეს. მოძრაობა მაგისტრალზე პოლიციის ჩარევის შემდეგ განახლდა.

აქციის მონაწილეებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა და დავალიანების დაფარვას ხვალისთვის დაპირდა. თუმცა დაპირების შესრულებამდე სარკინიგზო სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის განახლებას არ აპირებენ.

ახალქალაქში ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სხვადასხვა ტიპის ლიანდაგების შემაერთებელი სადგური შენდება, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის ლიანდაგის რკინიგზის შეერთება საბჭოური სტანდარტის ლიანდაგთან.

ყველა ახალი ამბავი
0