ზურაბიშვილი: უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზა შეიქმნება

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, სტუდენტებს, მოწვეულ სტუმრებსა და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზა შეიქმნება, განაცხადა კვირას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტმა უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი წარმატებული ექიმები იქნებიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მედეას ქვეყანაა და მედიცინა ქართველებისთვის გენეტიკური დარგია. ამის მაგალითი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწე ქართველი ექიმები არიან. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია მათთან კავშირებისა და კონტაქტების შენარჩუნება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე, რადგან ეს ქვეყნის უზარმაზარი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ბოლომდე გამოყენებული არ არის.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა 30 წლის წინ ჩამოყალიბებული უნივერსიტეტის წარმატებებს და იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უნივერსიტეტი ეწევა.

„თქვენ დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმე – უცხოეთში სტუდენტების გაგზავნა, იქ მათი მომზადება, დაბრუნების ხელშეწყობა და მათთან კავშირების შენარჩუნება, რათა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის დახმარება. აუცილებელია ვიცოდეთ ვინ წავიდა, ვინ დაბრუნდა და ვინ განაგრძობს საზღვარგარეთ საქმიანობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო
უცხოელი არქიტექტორები და მენეჯერები ქართველ სტუდენტებს მასტერ-კლასს ჩაუტარებენ

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაიბრუნებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც სამედიცინო და სარეაბილიტაციო დარგში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ამ სფეროს ლიდერად ჩამოყალიბდეს.

ყველა ახალი ამბავი
0