Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, განუმეორებელი...“ - ნადირაძე ჟურნალისტებს აკრიტიკებს

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს და ჟურნალისტებს რიტორიკას უწუნებს.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2"-ის ახალი გენდირექტორი ხალვაშის ადვოკატი გახდა

„მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, ერთადერთი, განუმეორებელი, ყველაზე მართალი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე რეიტინგული, მარტო მე! ეს რიტორიკა მოგწონთ? ვერ გავიგე, ყველა სხვა ჟურნალისტი და ტელევიზია უვარგისი, მატყუარა და წყალში გადასაყრელია ამ ლოგიკით!? ექიმი კი ვარ, მაგრამ თქვენს მაგივრად, ჟურნალისტებო და ტელევიზიებო მე მიტყდება“, - წერს ნადირაძე.

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა.

როგორც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცში წერია, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს პარტნიორთა კრება გაიმართა.

კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

გვარამია: აქედან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა კანონიერი გზებით ვერ გამიშვებს >>>

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.

განცხადება გაავრცელეს „რუსთავის 2“-ს თანამშრომლებმა, სადაც ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა გამოიწვევს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ, არ დაარეგისტრიროს ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების განცხადება: არ ვენდობით ხალვაშს

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

ყველა ახალი ამბავი
0