პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველი დღეს პატივით დაკრძალეს

© photo: Sputnikანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გმირ მეხანძრე–მაშველს პატივი მიაგეს  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე, რომელიც სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი - Sputnik საქართველო
საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

გმირი მეხანძრე-მაშველის დაკრძალვაზე ჩავიდნენ და პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან კაკავამ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ მეხანძრე-მაშველები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. გელა მელიქიძის ხსოვნას პატივი საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით მიაგო, გარდაცვლილის ოჯახს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადაეცა.

გელა მელიქიძე მაშინ დაიღუპა, როდესაც ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0