ბანაკები და ლაშქრობები: ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

CC BY-SA 2.0 / kooikkari / Backpackსალაშქრო ზურგჩანთა
სალაშქრო ზურგჩანთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროგრამა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით ხორციელდება.

მუსიკოსი გიტარაზე უკრავს - Sputnik საქართველო
ამერიკული ბლუზის ლეგენდა კრის კეინი კახეთში ბლუზის ფესტივალს გახსნის

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამები მოიცავს ბანაკებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და ლაშქრობებს თბილისის გარშემო. ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

პროგრამები რამდენიმე ნაკადად განხორციელდება. ოთხდღიანი პროგრამა მოიცავს საცხოვრებელში განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, საგანმანათლებლო, სპორტულ – კულტურულ და გასართობ აქტივობებს.

ლაშქრობის ერთი ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს და ის თბილისში განხორციელდება.

ლაშქრობის დროს ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში.

შავი ზღვის სანაპიროზე საფრანგეთის, იტალიისა და საქართველოს ხალხური ჰანგები აჟღერდება >>

საზაფხულო ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სარეგისტრაციო ბმულზე: www.youthtbilisi.ge. პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამები აგვისტო – სექტემბერის თვეში განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0