შავი ზღვის სანაპიროზე საფრანგეთის, იტალიისა და საქართველოს ხალხური ჰანგები აჟღერდება

© photo: Bidzina Ivanishvili & media / FBBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი სიმღერებსა და ცეკვებთან ერთად მაყურებელს საინტერესო ბაზრობებსა და მასტერ-კლასებს შესთავაზებს.

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საფრანგეთის, იტალიისა და საქართველოს ხალხური მელოდიები აჟღერდება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც შეკვეთილში Black Sea Arena-ზე 7 სექტემბერს გაიხსნება.

ფესტივალის სცენაზე ადგილობრივი და ევროპული ჯგუფები წარდგებიან. უცხოელ სტუმრებს შორის იქნებიან Spartimu (კორსიკა), Castelsardo (სარდინია), Koniakow (პოლონეთი) და Ackups (ლიეტუვა).

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST - Sputnik საქართველო
ფრანგი და პოლონელი მუსიკოსები საქართველოში ფესტივალ „უდაბნოს“ ეწვევიან

საქართველო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი შემდეგი ჯგუფებით: „ბერმუხა“ (აჭარა), „შილდა“ (კახეთი), ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია), „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი), ასევე ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“.

შეკვეთილის შემდეგ, 8 და 9 სექტემბერს ფოლკლორის ფესტივალი გადაინაცვლებს რაჭაში – ონსა და ამბროლაურში. იქ გამომსვლელებს შეუერთდებიან ანსამბლები „ფესვები“ (აჭარა), ადგილობრივი კოლექტივები „იავნანა“, „საგალობელო“ და „რაჭა“, „საგალობო“ (ლეჩხუმი), „ლილე“, „ლაგუშედა“ (ზემო სვანეთი), „ძირიანია“ და „ჩვენებურები“ თბილისიდან.

ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიმართება >>

მუსიკასა და ცეკვასთან ერთად, ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ეთნომუსიკათმცოდნეები პროფესიულ სემინარებს ჩაატარებენ. ფესტივალის სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში.

პირველად ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი შავი ზღვის სანაპიროზე 2016 წელს გაიმართა. იმ დროიდან ფესტივალი ტარდება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალის მხარდამჭერია ასევე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0