09:26 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1570)
550 0 0

ტელეკომპანია „იმედში“ მორიგი საკადრო ცვლილებებია.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა ტელეკომპანია „იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ადასტურებს ქართულ მედიასთან საუბარში.

გიორგი ცხვიტავა ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირაში“ ჟურნალისტად მუშაობდა.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 5 ივლისს შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც და გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის „მე-9 არხის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული ტელეარხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა.

2003-2005 წლებში ელდარ მდინარაძე ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი იყო.

თემები:
თბილისი დღეს (1570)

მთავარი თემები