არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ

© photo: Sputnik / Stringerტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსამთავრობო ორგანიზაციები მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს გააგრძელებენ

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა, ნათქვამია 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებას უკავშირდება, იუწყება პირველი არხი.

ზურაბიშვილი: „სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას“ >>

დღეს სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. დღესვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარჩელი და „რუსთავი2“ გადააფორმა ხალვაშზე (60%) და მის კომპანია „პანორამაზე“ (40%). რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ „რუსთავი2“-ის ახალ გენერალურ დირექტორად ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების წერილში.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება სტრასბურგის სახელით ანუ მენტალური რევოლუცია უსისხლოდ

წერილში აღნიშნულია, რომ გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში.

„ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედია სივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე“, – ნათქვამია წერილში.

ხელმომწერი ორგანიზაციები გააგრძელებენ  მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოთქვამენ  მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ, აღნიშნულია მიმართვაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „მედიის განვითარების ფონდი“ „საზოგადოება და ბანკები“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „მწვანე ალტერნატივა“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, „სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი“.

პაატა სალია - Sputnik საქართველო
პაატა სალია: „მე ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“

„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

აქამდე ტელეკომპანიის წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანაშვილი – 22%, გიორგი ყარამანაშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე – 9%.

ყველა ახალი ამბავი
0