ზურაბიშვილი: „სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას“

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2–თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პაატა სალია: „მე ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“ >>

დღეს სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. დღესვე სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარჩელი და „რუსთავი2“ გადააფორმა ხალვაშზე (60%) და მის კომპანია „პანორამაზე“ (40%). რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ „რუსთავი2“-ის ახალ გენერალურ დირექტორად ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა.

„ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა განხილული საქმის მიმართ საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება სტრასბურგის სახელით ანუ მენტალური რევოლუცია უსისხლოდ

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას.

„მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“, – ნათქვამია პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

„რუსთავი 2"-ის ახალი გენდირექტორი ხალვაშის ადვოკატი გახდა >>

აქამდე ტელეკომპანიის წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანაშვილი – 22%, გიორგი ყარამანაშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე – 9%.

ყველა ახალი ამბავი
0