16:38 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
პაატა სალია

პაატა სალია: „მე ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“

photo: Paata Salia / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (192)
110 0 0

„რუსთავი 2“–ის ახალი გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, ამის შესახებ მან უკვე ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარჩელი და „რუსთავი2“ გადააფორმა ხალვაშზე (60%) და მის კომპანია „პანორამაზე“ (40%). რამდენიმე საათში გახდა ცნობილი, რომ „რუსთავი2“-ის ახალ გენერალურ დირექტორი ადვოკატად პაატა სალია დაინიშნა.

პაატა სალია დღესვე მივიდა „რუსთავი2“-ში, სადაც, როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ფინანსურ მენეჯმენტთან შეხვედრა სურდა.

„მე მსურს, რომ არ შეფერხდეს არხის მუშაობა. მე მაინტერესებს იმ ადამიანებთან შეხვედრა ვინც მუშაობს. ასევე მინდა შეხვედრა ვინც ფინანსურ, და სამართლებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რათა კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მე ამ ნაწილში არ ვერევი. მე ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

პაატა სალია ტელეკომპანიის უკვე ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მას „არ აინტერესებს პაატა სალიას სამომავლო გეგმები“.

„მე ვერ ვითანამშრომლებ კოლაბორაციონისტებთან. ეს ჩემი შეფასებაა. თქვენ, სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ ხართ თანამონაწილე ამ ქვეყანაში მიმდინარე უკიდურესად მძიმე პროცესების. თქვენ თუ გგონიათ, რომ აქ შიმშილობას მოვაწყობ ძალიან ცდებით... თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. მდივანსაც ვთხოვ ყავა არ მოგიმზადოთ“, – მიმართა არხის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ახალ ხელმძღვანელს.

ნიკა გვარამიასთან საუბრის შემდეგ პაატა სალია „რუსთავი 2“–ს  ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა გექნებათ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებთან არხის სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრისას.

მანამდე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ არ ენდობიან ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას.

რაც შეეხება არხის ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებს, პაატა სალიას დღეს ისინი ტელეკომპანიაში არ დახვდნენ და მათთან შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო.

დღეს სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.

„რუსთავი 2“-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

აქამდე ტელეკომპანიის წილები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანაშვილი – 22%, გიორგი ყარამანაშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე – 9%.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (192)

მთავარი თემები