მიზანი – რეგიონში ლიდერობა: თბილისში განათლების ქალაქი გაჩნდება

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების ქალაქი 13 ჰექტარ ფართობ ტერიტორიას დაიკავებს და 1,5 ათას მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში განათლების ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ცენტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ორშაბათს დიდ დიღომში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

„მსგავს პროექტს ვახორციელებთ ბათუმშიც და ავაშენებთ საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველგან იყოს ხელმისაწვდომობა თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დედა ენა - Sputnik საქართველო
სკოლებში განახლებული „დედა ენა" ბრუნდება

განათლების ქალაქი თანამედროვე სტანდარტების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლასთან ერთად მოიცავს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს, ტექნოპარკს, რომელშიც "სტარტაპის" უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებს, კომაროვის სახელობის ახალ სკოლას, ხელოვნების სკოლას, საკონფერენციო დარბაზებს, შიდა სარეკრეაციო სივრცეს, სპორტულ დარბაზსა და გარე მოედნებს.

განათლების ქალაქი 13 ჰექტარ ფართობ ტერიტორიას დაიკავებს. სკოლა 1,5 ათას მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მლნ ლარია.

გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალები. ამასთან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულებები ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

საქართველოში მასშტაბური განათლების რეფორმა მიმდინარეობს. სხვა დანარჩენთან ერთად, დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა, ასევე უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

ყველა ახალი ამბავი
0