სკოლებში განახლებული „დედა ენა" ბრუნდება

© Sputnik / Levan Avlabreli"დედა ენა"
დედა ენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019-2020 სასწავლო წელს მოსწავლეები „დედა ენის" ადაპტირებულ ვერსიას უფასოდ მიიღებენ.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს სკოლებში სექტემბრიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" დაბრუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნის იდეის ავტორი მაია ტყემალაძე - Sputnik საქართველო
„ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ჩვენ დროში მთელმა ერმა გადაწერა

სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სკოლებში „დედა ენის" დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მინისტრი, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები.

„დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის სიტყვებით, „დედა ენის" ადაპტირებულ ვერსიას 2019-2020 წლებში მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ.

"სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას" და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები, შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას", როგორც ეს უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ეს წიგნი გვიყვარს ჩვენ", – აღნიშნა პრემიერმა.

ძველებური საწერი მოწყობილობა - Sputnik საქართველო
„მოხატული სიტყვები“ - უნიკალური ქართული ანბანი კალიგრამებში

ბახტაძემ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებაზე ყოველწლიურად 25% გამოიყოფა.

„საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, 25 პროცენტი მიმართოს განათლებაზე, ბავშვებსა და მომავალ თაობებზე", – განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, ექსპერტებმა და საზოგადოების ნაწილმა „დედა ენისთვის" ძეგლის დადგმა მოითხოვეს.

„დედა ენა" – ქართული ანბანის სახელმძღვანელო 1865 წელს დაწერა და გამოსცა საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელმა იაკობ გოგებაშვილმა.

2013 წელს „დედა ენა" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0