Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მიკრძალავდნენ მასთან ურთიერთობას, ჩუმად ვხვდებოდი...“ – სალომე ღვინიაშვილი

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი ამბობს, რომ პირველად „მშობლების ჯინაზე“ დაქორწინდა.

დიზაინერი და მოდელი სალომე ღვინიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, იყო რაღაცები, რასაც უკრძალავდნენ.

სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
ღვინიაშვილი: აქამდე ყველაფერს ვაკეთებდით მეც და ზურაც, რომ დაეჯერებინათ მისი არსებობა

როგორც დიზაინერმა გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, ერთ-ერთი აკრძალვა მის პირველ მეუღლესთან შეხვედრებს უკავშირდებოდა.

დიზაინერი თვლის, რომ შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ პირველი ქორწინების გადაწყვეტილება ნაადრევ ასაკში მიიღო.

„მიკრძალავდნენ მასთან ურთიერთობას. ჩუმად ვხვდებოდი. ჩემ შვილებსაც ჩემი თავიდან გამომდინარე ვექცევი. როგორც მექცეოდნენ 16-17 წლის ასაკში, ისე არ ვექცევი“, – ამბობს დიზაინერი.

სალომე ღვინიაშვილის ამჟამინდელი ქმარი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილია. ის პირველად 16 წლის ასაკში გათხოვდა. მისი პირველი ქმარი ტატო აბულაძეა, რომელსაც მოდელი სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი დათუნა აბულაძე.

ყველა ახალი ამბავი
0